ბათუმში ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 16:36 | 05.07.2017
ნანახია: 1018

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას "აჭარის" ტელევიზია ავრცელებს.

ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის უფროსის, განცხადებით დღეს მედიკოსთა ბრიგადა, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მსგავსი ტიპის გამოძახებაზე არ გასულა. 

თვითმხილველების თქმით ავტომანქანის მძღოლმა დაშავებული მგზავრი თავად წაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა​ს გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე