სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები - "აუდიტორია #115"

საქართველო, თბილისი - 16:24 | 05.07.2017
ნანახია: 1127

"აუდიტორია #115" სოსო ოსორაულს სოლიდარობას უცხადებს სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს, რომ სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.
„გვინდა შეგახსენოთ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს.

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე, სოსო ოსურაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. ტყვეობა უკვე თვეებია გრძელდება!

გვინდა მოვუწოდოთ შესაბამის უწყებებს გააქტიურონ სოსო ოსორაულის გასათავისუფლებლად მუშაობა და არ გაწირონ ჩვენი თანამოქალაქე სიკვდილისათვის.
სახელმწიფოს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს იზრუნოს და დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.
სოლიდარობა სოსო ოსორაულს”, - წერს "აუდიტორია #115"




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე