რუსთავში სასურსათო მაღაზიიდან თანხა გაიტაცა

საქართველო, თბილისი - 15:44 | 05.07.2017
ნანახია: 1114

რუსთავში, მე-17 მიკრო რაიონში მდებარე სასურსათო მაღაზიიდან უცნობმა პირმა თანხა გაიტაცა და მიიმალა. შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. 

როგორც ირკვევა, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი გვიან ღამით მაღაზიაში შევიდა, მან დახლიდან 150 ლარამდე თანხა აიღო და მიიმალა. 

შსს-ს ცნობით, ქურდობის ფაქტი დაუდასტურეს და განაცხადეს, რომ მაღაზიიდან წაღებულია მცირე ოდენობის თანხა. ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე