მიწისძვრა საქართველოს საზღვართან

საქართველო, თბილისი - 14:43 | 05.07.2017
ნანახია: 1181

საქართველოს საზღვრიდან 21 კილომეტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწისძვრა მოხდა.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდას შეადგენდა. 

ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო მიწისძვრა პირველ ივლისს დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი ლაფანყური იყო. მიწისძვრის მაგნიტუდამ 3.4 შეადგინა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე