ზღვაში დაკარგული 44 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები დროებით შეჩერდა

საქართველო, თბილისი - 11:35 | 05.07.2017
ნანახია: 1104

ბათუმის სანაპირო ზოლში, ზღვაში დაკარგული 44 წლის კაცის სამძებრო სამუშაოები უამინდობის გამო დროებით შეჩერდა.

მაშველების განცხადებით, ზღვის წყალი წვიმის გამო ამღვრეულია, რის შედეგადაც წყალში ხილვადობა დაბალია.

ცნობისთვის, სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მაშველია ჩართული. ძებნა 3 ივლისის 21:00 საათიდან დაიწყო.

თვითმხილველების თქმით, კაცი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ბანაობდა.

სანაპიროზე მისი პირადი ნივთები იპოვეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე