სოფელ ჟაბეშში მეწყერის ჩამოწოლის საფრთხეა

საქართველო, თბილისი - 11:33 | 05.07.2017
ნანახია: 1023

სოფელ ჟაბეშში კვლავ არსებობს მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე, - ამის შესახებ მესტიის რაიონის გამგებელმა კახა ჟორჟოლიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. 

გამგებლის ინფორმაციით, შესაძლოა, სოფელში მცხოვრები 23 კომლის ევაკუაცია გახდეს საჭირო. მისი თქმით, ყველაფერი ამინდზეა დამოკიდებული და ამ დროისათვის, რაიმე სამუშაოების წარმოება შეუძლებელია.

„ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა ახლა კვლავ წვიმს, რაც ქმნის საფრთხეს. ძლიერი წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად, თეთნულდის მწვერვალიდან ჩამოსულმა წყლის მასამ სოფელ ჟაბეშში ღელეს ადიდება გამოიწვია. ამჟამად, მოედინება წყალი და მოაქვს მიწის მასა“, - განაცხადა გამგებელმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე