თბილისში ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 10:09 | 05.07.2017
ნანახია: 1128

უბედური შემთხვევა თბილისში - ჩუბინაშვილის ქუჩაზე ბუნებრივი აირის ნამწვით მოწამვლის შედეგად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაიცვალა.

გარდაცლილი წყვილი მაშინ იპოვეს, როცა მათი საცხოვრებლიდან მეზობელთან წყალი ჩავიდა.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სავარაუდოდ გაჟონვა წყლის გამაცხელებლიდან მოხდა.

გამოძიება 240 პრომა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე