შსს-მ ინდოეთის ორი მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა

საქართველო, თბილისი - 19:39 | 04.07.2017
ნანახია: 1307

შსს-მ ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავა, - ამის შესახებ განცხადებას უწყება ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს.

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ინდოეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე - 1991 წელს დაბადებული ჰ.ს. და 1995 წელს დაბადებული რ.ს. თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ვარკეთილში, დროებით საცხოვრებელ ბინაში, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედება განახორციელეს.

გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლით)", - ნათქვამია განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე