მთავრობამ პატრიარქთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებებისთვის შექმნილი კომისია გააუქმა

საქართველო, თბილისი - 18:29 | 04.07.2017
ნანახია: 1111

საქართველოს მთავრობამ 21 ივნისს, ძალადაკარგულად გამოაცხადა განკარგულება რომლითაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ილია მეორესთან დაკავშირებული საიუბილეო ღონისძიებების ჩასატარებლად სამთავრობო კომისია შეიქმნა.

კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება, მთავრობამ 2017 წლის 23 მაისს მიიღო. ამ კომისიის თავმჯდომარე საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იყო.

ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპატრიარქომაც გაავრცელა, სადაც წერია, რომ პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილი ზეიმი გაუქმდა.

„მსოფლიოში შექმნილი არასტაბილური მდგომარეობისა და საქართველოში არსებული სოციალური ვითარების გათვალისწინებით, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გაუქმდა კათალიკოს-პატრიარქის აღსაყდრების 40 წლისთავთან დაკავშირებული საიუბილეო ზეიმი და მართლამდიდებელ ეკლესიათა მეთაურებისა და სხვა საპატიო სასულიერო და სერო პირთა საქართველოში მოწვევა“, – აღნიშნული იყო საპატრიარქოს განცხადებაში.

ილია მეორის აღსაყდრების დღესასწაული წელს, 25 დეკემებერს უნდა გამართულიყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე