თოფურიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საქართველო, თბილისი - 18:00 | 04.07.2017
ნანახია: 998

ვაშლიჯვარში, თოფურიას ქუჩა №12  კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო. განახლებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ  დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში,  სკვერში საბავშვო მოედანი გაკეთდა. ბავშვებისათვის დამონტაჟდა საქანელა,  სასრიალო და აიწონა-დაიწონა, შეიცვალა საჩრდილობელი, ბილიკები, ურნები და სკამები. სამუშაოები, საბურთალოს რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჯეო პარკი“ განახორციელა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე