ის ,,სამტრედიელი, კალოშიანი“ პოლიტიკაში მოსვლამდე და ახლაც, ონკოლოგიურად დაავადებულ ბავშვებს უდგას გვრდით - დარეჯან მეფარიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:41 | 04.07.2017
ნანახია: 42911

ის ,,სამტრედიელი, კალოშიანი“ პოლიტიკაში მოსვლამდე ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების გვერდით იდგა, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც არ მიუტოვებია ისინი და არც ხელფასი მიუტანია სახლში, - წერს ,,ფეისბუქის“ აქტიური მომხმარებელი, ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი სოციალურ ქსელში:

"ონკოლოგიურში მოვხვდი ერთხელ, რა მნიშვნელობა აქვს რატომ, ჩაიარა იმ ისტორიამ და კეთილად დასრულდა. ჰოდა, ვდგავარ ონკოლოგიურის წინ, მუხლები მიკანკალებს, ხელისგულები ისეთი გაოფლილი მქონდა, არ ვაჭარბებ, წყალი წურწურით ჩამომდიოდა... როგორც იქნა გავრისკე და შევედი შენობაში. ამებურდა გზა, სართულიდან სართულზე, დერეფნიდან დერეფანში დავდიოდი. ყველგან ერთი და იგივე: ავადმყოფობისაგან გალეული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, ცრემლიანი თვალები... ახლაც არ ვიცი როგორ, მაგრამ ბავშვთა განყოფილებაში მოვხვდი... ღმერთო ჩემო, იქ გატარებული 10 წუთი, დღესაც მანგრევს, დღესაც მკლავს. ვმოძრაობდი დერეფანში და ფეხები მენასკვებოდა... არ მინდოდა ტირილი და ვტიროდი გულამოსკვნილი. იქ ტირილს ყურადღებას არავინ აქცევს... იქ ყველა ტირის.... და ამ დროს, ქალის ხმა მომესმა, გულამოსკვნილი ტიროდა და თავის შვილს ეუბნებოდა: - დათუნა, ჩვენი კახა მოვიდა, ჩვენი კახა, როგორ ხვდები ჩვენს სამტრედიელს, ჩემო სამტრედიელო.... პალატის წინ ვიდექი... დედა ტიროდა, ჩემი სამტრედიელი დედა, ჩემი კუთხისა, ორმაგად მეტკინა და ისეთი ხმამაღალი ტირილი დავიწყე, ყველამ მე შემომხედა... კახა კალაძე და თემურ ქეცბაია იყვნენ ამ უმძიმეს ბავშვებთან მისულები. თურმე, ამ ბავშვების მკურნალობას აფინანსებდა ის ჩვენი სამტრედიელი... ქეცბაიას თვალები არ დამავიწყდება, როგორ წარმოვიდგენდი (არ ვიცი რატომ იყო ეს წარმოუდგენელი, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობდი) ტირილი თუ შეეძლო... და, როდესაც ჩვენს სამტრედიელ ბავშვს ხელი მოხვია ჩვენმა სამტრედიელმა, ვიგრძენი როგორ დაიწყო ბავშვის ძვლებმა კვნესა... საშინელებაა, ყველა დედას აშოროს უფალმა შვილის გაჭირვება...

ცნობისთვის, ის სამტრედიელი, ზოგი ტალახიან კალოშებს და ზოგიც წარმომავლობას, ან აქცენტს რომ უწუნებთ, პოლიტიკაში მოსვლამდე ონკოლოგიური სენით დაავადებული ბავშვების გვერდით იდგა, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგაც არ მიუტოვებია ისინი და არც ხელფასი მიუტანია სახლში... ეს, ისე, ძალიან ქუსლოჩკებზე წამოცმული ნაროდის გასაგონად! ყველამ თქვენს მუხლისთავებს მიხედეთ, გადაყვლეფილია და ინფექციის "პერედოზი" დაგბრიდავთ!", - წერს დარეჯან მეფარიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე