თბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა

საქართველო, თბილისი - 16:45 | 04.07.2017
ნანახია: 1806

თბილისში, ამერიკის საელჩოდან 159 700 დოლარი გაქრა. შესაბამისი საგამოძიებო ანგარიში სახელმწიფო დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის ოფისმა გამოაქვეყნა. საზოგადოებრივის ინფორმაციით, საუბარია 2010-დან 2014 წლამდე აღმოჩენილ უკანონო სქემაზე. კერძოდ, ნაღდი ფულადი თანხები საელჩოს თანამშრომელმა ან თანამშრომლებმა უკანონოდ მიითვისეს და შესაბამისი მონაცემები სისტემიდან წაშალეს. გამოძიებამ, წაშლილი მონაცემების გამო, დამნაშავეთა ვინაობა ვერ დაადგინა.

ფინანსური დარღვევები 2015 წლის იანვარში ჩატარებული აუდიტით გამოვლინდა. არსებული ინფორმაციით, 2010 წელს „დაკარგულმა“ თანხამ 8700 დოლარი შეადგინა, 2011 წელს 38 900 დოლარი, 2012 წელს 46 100 დოლარი, 2013 წელს 44 200 დოლარი, 2014 წელს კი 21 800 დოლარი.

ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ საბუღალტრო პროგრამულ სისტემაში არსებული ხარვეზი გამოავლინა, რომლის მეშვეობით თაღლითობა განხორციელდა. საქმის შესწავლის ინიციატორი თბილისის საელჩოს დასაქმებულთა ასოციაცია იყო.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე