სოფელ დიცის მოსახლეობა უწყლობას აპროტესტებს

საქართველო, თბილისი - 15:21 | 04.07.2017
ნანახია: 989

გორის რაიონის სოფელ დიცის მოსახლეობა მთავრობის ადმინისტრაციასთან სოფელში არსებულ წყლის მიწოდების პრობლემას აპროტებს.

როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, უწყლობა ნაკვეთების მორწყვისას სერიოზულ პრობლემას ქმნის.

მათი თქმით, ადგილობრივი მოსახლეობისგან პრობლემის მოგვარებაზე დაპირება რამდენჯერმე მიიღეს, თუმცა ვითარება ამ დრომდე არ შეცვლილა. 

აღსანიშნავია, რომ აქციის ოთხი მონაწილე მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელს შეხვდა და სოფელში არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მათ შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდნენ, თუმცა ისინი მოთხოვნებზე კონკრეტულ პასუხს კანცელარიასთან ამ დრომდე ელოდებიან. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე