2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალ შენობაში უნდა გადავიდეს - ვასილ მაღლაფერიძე

საქართველო, თბილისი - 14:15 | 04.07.2017
ნანახია: 1069

საზოგადოებრივი მაუწყებელის გენერალური დირექტორის, ვასილ მარლაფერიძის განცხადებით, 2020 წელს მაუწყებელი ახალ შენობაში უნდა გადავიდეს.

მისივე თქმით, არხს მარტო წელს, დაახლოებით, 15-18 მილიონის ოდენობით კრედიტის აღება მოუწევს.

„გეგმის მიხედვით გათვალისწინებულია როგორც ამჟამინდელი შენობის რემონტი, ისე ახლის აშენება. მაუწყებელში ამბობენ, რომ ეს ორმაგი ხარჯი არ არის, რადგან ახალ შენობაში გადასვლამდე თანამშრომლებს ადამიანური სამუშაო პირობები სჭირდებათ.2018 წლის დასაწყისში, საზოგადოებრივი მაუწყებელი ტექნიკურად გამართული უნდა იყოს”, - განაცხადა მაღლაფერიძემ.

ცნობისთვის, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დღეს არხის ტექნიკურ-მატერიალური გადაიარაღების გეგმა წარმოადგინეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე