ბიონსეს დედამთილი ლესბოსელია

საქართველო, თბილისი - 16:30 | 03.07.2017
ნანახია: 1222

ამ დღეებში ჯეი ზიმ თავისი ახალი ალბომი „4:44“ წარადგინა, რომლის გამოსვლასაც რეპერის გულახდილი აღიარებები ახლდა.

პირველ რიგში რეპერმა თავის ცოლს ბიონსეს ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ თავის ნაწარმოებებში ღალატის შესახებ მღეროდა, შემდეგ კი ერთ-ერთი მთავარი საიდუმლო გაამხილა, რომელიც დედამისს გლორია კარტერს ეხება.

როგორც გაირკვა, მთელი ამ წლების განმავლობაში ქალი თავის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას მალავდა.

 „დედას ოთხი შვილი ჰყავს, მაგრამ ის ლესბოსელია. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ამას მალავდა. საზოგადოების ზეწოლა, სირცხვილი და ტკივილი ამის მიღებაში ხელს მიშლიდა“, - აღნიშნა რეპერმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო შეიცვალა და უფრო თავისუფალი გახდა, უმეტესობა მაინც საკუთარი თავის გამო შიშში ცხოვრობს და თავს უსაფრთხოდ მხოლოდ ჩრდილში გრძნობს.

ჯეი ზი და ბიონსე 2008 წელს დაქორწინდნენ. მათ სამი შვილი ჰყავთ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე