ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

საქართველო, თბილისი - 15:10 | 03.07.2017
ნანახია: 1079

თბილისის საქალაქო სასამართლომ გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე ბრალდებული, ძებნილი  დარჩო ხეჩუაშვილი პატიმრობაში დატოვა.

დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულების ნუსხა წარადგინა და ხეჩუაშვილის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად კვლავ პატიმრობა მოითხოვა.

საქმის პროკურორის განცხადებით, ხეჩუაშვილი ამ დრომდე მიმალვაშია და მისი თავისუფლებაში ყოფნა მართლმსაჯულების წარმოებას ხელს შეუშლის. 

რაც შეეხება დაცვის მხარეს, ხეჩუაშვილის უფლებადამცველის თქმით, დარჩო ხეჩუაშვილი მოსკოვშია სამუშაოდ წასული და მისთვის პატიმრობის გაუქმება უნდა მოხდეს..

შემდეგი სასამართლო სხდომა ხვალ, 4 ივლისს 16:00 საათზე გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე