7 ივლისს ლადო ათანელის ვარსკვლავი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 13:54 | 03.07.2017
ნანახია: 1638

7 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება ქართველი ბარიტონის, ლადო ათანელის საღამო, რომლის დასრულების შემდეგაც შედგება ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია.

საღამოზე შესრულდება სცენები ოპერებიდან „ბედის ძალა“ (ჯუზეპე ვერდი) და „ტოსკა“ (ჯაკომო პუჩინი).

ლადო ათანელს პარტნიორობას გაუწევენ იანო ალიბეგაშვილი და ბადრი მაისურაძე, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი და ლადო ათანელის კონკურსის გამარჯვებული – არმაზ დარაშვილი, სტაჟიორი – გიორგი ჭელიძე და ოპერის გუნდის მსახიობი იური ასლანიშვილი. კონცერტში ასევე მონაწილეობენ თბილისის ოპერის გუნდი და ორკესტრი, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილის ხელმძღვანელობით.

ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ოპერის სალაროში და tkt.ge-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე