ცვლილებები მედიაში - მაია ასათიანი „იმედზე“ გადადის?

საქართველო, თბილისი - 12:58 | 03.07.2017
ნანახია: 2111

დიდი ცვლილებები ქართულ მედიასივრცეში. გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სეზონიდან ტელეკომპანია „იმედში“ გადადიან „რუსთავი 2“-ის პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია. ჩვენი წყაროს ცნობით, ტელეკომპანია „რუსთვი 2“-ს ტოვებს მაია ასათიანიც და როგორც ამბობენ, გადაცემა „პროფილი“ ტელე-იმედზე „ეკა ხოფერიას შოუს“ ჩაანაცვლებს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაკეთებელა, თუმცა ამ ამბავმა ტელეკომპანიის შენობიდან უკვე გამოაღწია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ბედი ეწევა „ეკა ხოფერიას შოუს“.

გადაცემის წამყვანი სოციალურ ქსელში წერს: „პრესკონფერენცია არ იქნება, დეტალები ივლისის „სითიში“... If you know what i mean“, - წერს ტელეწამყვანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე