მაგინებდა და მუცელში მირტყამდა - ქუთაისში ჟურნალისტი სცემეს

საქართველო, თბილისი - 09:58 | 01.07.2017
ნანახია: 1649

ქუთაისში ჟურნალისტი ბუბა ჩივაძე სცემეს. „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორს გვიან ღამით უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა. 

„პარლამენტის შენობასთან უცნობი მამაკაცმა მანქანის გვერდითი მინა ჩამილეწა. მანქანაში შემომივარდა. მცემდა და მაგინებდა. მუცელში მირტყამდა, მანქანასაც ურტამდა, მაყენებდა სიტყვირ შეურაცხყოფას",-განაცხადა დაზარალებულმა, „ქუთაისი თუდეის“ რედაქტორმა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე