,,რუსთავი 2"-ის პროდიუსერები ,,იმედზე" გადადიან

საქართველო, თბილისი - 20:44 | 29.06.2017
ნანახია: 2537

,,პრაიმნიუსჯორჯიას" ინფორმაციით ,,რუსთავი  2"-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია ,,რუსთავი 2"-ს ტოვებენ. 

ამ ეტაპზე, ოფიციალური კომენტარი ტელეკომპანიაში ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა კულუარული ინფორმაციით ჯაფარიძე და ხაბურძანია სამუშაოდ ტელეკომპანია ,,იმედზე" გადადიან.

შეგახსენებთ, რომ დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია ხელმძღვანელობდნენ ,,ნიჭიერს", ,,საქართველოს ვარსკვლავს" და სხვა საერთაშორისო პროექტებს.  

ამასთან, ,,რუსთავი 2"-დან იმედზე გადავიდნენ ტელეწამყვანი დიმიტრი ობოლაძე და კურიერის ჟურნალისტი ნატალია მახვილაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე