ძაღლის მკვლელობისთვის ბრალდებულს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა

საქართველო, თბილისი - 20:09 | 29.06.2017
ნანახია: 1377

ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ბრალდებულს რუსთავის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, 2000 ლარის ოდენიბის გირაო შეუფარდა.

აღკვეთი ღინისძიების სახით, გირაოს გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა. საგამოძიებო უწყება ბრალდებულისთვის 3000 ლარის გირაოს დაკისრებას ითხოვდა.

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ მოქალაქეს ბრალი ცხოველის მიმართ სასტიკი მიპყრობის ორ ფაქტზე დღეს წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 25 და 27 ივნისს, რ.მ.-მ ქალაქ რუსთავში მდებარე გ.თ.-ს კუთვნილი საცხოვრებელი ბინის წინ არსებულ შემოღობილ ტერიტორიაზე, ამ უკანასკნელის ცხოველებს - ლეკვებს პნევმატური იარაღით მიაყენა ჭრილობები, რამაც ერთი ცხოველის სიკვდილი გამოიწვია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე