თბილისში ჭიდაობის სასახლე აშენდება
საქართველო, თბილისი - 14:19 | 29.06.2017 ნანახია: 2839სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, თბილისში ჭიდაობის სასახლე აშენდება. სასახლის აშენების საკითხი სამინისტროში გამართულ "სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს" სხდომაზე განიხილეს. 30 მაისს, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ შოთა ხაბარელმა ჭიდაობის ფედერაციისთვის თბილისში მდებარე ოლიმპიური სასახლის გადაცემის საკითხი წამოჭრა. მოგვიანებით, სამინისტროში გამართულ სხდომაზე საბჭომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია ფედერაციისთვის სასახლის გადაცემის საკითხი, რადგან ოლიმპიურ სასახლეს უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს. სასახლეში წლის განმავლობაში, სპორტის სხვადასხვა სახეობაში ათეულობით შიდა და საერთაშორისო მასშტაბის შეჯიბრება ტარდება. სამინისტრომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოში ჭიდაობას უდიდესი ტრადიციები აქვს, საერთაშორისო სარბიელზე ქართველი მოჭიდავეები წარმატებებს აღწევენ და დიდი წვლილი შეაქვთ ქართული სპორტის განვითარებაში. აქედან გამომდინარე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში ახალი ჭიდაობის სასახლე აშენდეს. ხოლო ვიდრე სასახლე აშენდება, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ საბჭოს შესთავაზა, ჭიდაობის ფედერაციას დაეთმოს დიღომში მდებარე ტანვარჯიშის სასახლის ერთი დარბაზი თავისი სრული ინფრასტრუქტურით (გასახდელები, საშხაპეები და ა.შ.), სადაც იქნება ყველა სავარჯიშო პირობა ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებებისთვის. სამინისტროს შეთავაზებას საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს. სხდომაზე აღინიშნა, რომ საკითხი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე დაყენებულია მთავრობის სხდომაზე და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება სასახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. საბჭოს წევრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა გამოთქვეს მზადყოფნა ერთობლივად იმუშავონ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შესაბამისი თანხების მოძიების კუთხით.
საბჭოს სხდომას ხელმძღვანელობდა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი (საბჭოს თავმჯდომარე). სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები: მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია და შალვა გოგოლაძე, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი აბუსერიძე, სამინისტროს, სპორტის პოლიტიკისა და მართვის დეპარტამენტის, სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი შალვა მაისურაძე, ასევე მოწვეული სტუმრები - პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი და შპს "სპორტმშენსერვისის" დირექტორი ლევან ტარყაშვილი.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა