თბილისის აზერბაიჯანულმა თეატრმა ბაქოდან პირველი დახმარება მიიღო

საქართველო, თბილისი - 11:26 | 29.06.2017
ნანახია: 1502

მას შემდეგ, რაც თეატრის ბიუჯეტი 10 %-ით შემცირდა და თანამშრომლებსაც ისედაც მწირი ხელფასები 10 %-ით მოაკლდა, აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრომ, სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოყო, რაც მსახიობებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელფასებს დაემატა, იმისთვის რომ სამსახურში სიარული შეძლონ.

„თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის თანამშრომლების საშუალო ხელფასი 170-230 ლარს არ აღემატება! უმრავლესობა ქალაქის იმ უბნებში ცხოვრობს, საიდანაც სამსახურში მოსვლისთვის ორი სამი ტრანსპორტის გამოცვლა ჭირდებათ. აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროდან, თბილისის აზერბაიჯანულმა თეატრმა, 14 წლის მანძილზე პირველი დახმარება მიიღო. ეს მინიმალურია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი! თეატრის თანამშრომლები-ადმინისტრაცია და მსახიობთა დასი, მადლიერია ამ დახმარების და იმედს არ კარგავენ, რომ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროდან მათი თეატრისთვის თანხის სუფსიდირება კვლავაც გაგრძელდება,“- განაცხადეს "პრაიმნიუსჯორჯიასთან" საუბრისას თბილისის აზერბაიჯანული სახელმწიფო დრამატული თეატრის პრესსამსახურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე