ახალციხეში ყაჩაღობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 10:15 | 29.06.2017
ნანახია: 1022

შსს-მა ყაჩაღობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული რ. მ. და 1993 წელს დაბადებული ა. ს. ცხელ კვალზე დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოსა და შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა ჩაატარეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ახალციხის რაიონის სოფელ წნისში, ავტოგასამართ სადგურ „არალში“, ოპერატორს ცივი იარაღით თავს დაესხნენ, მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს და ფული გასტაცეს. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სამართალდამცველებმა ა.ს. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ქალაქ ვალეში დააკავეს, რ.მ. კი ახალციხეში - სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე