რიკი მარტინი თავის „ბოიფრენდზე“ ქორწინდება

საქართველო, თბილისი - 15:18 | 28.06.2017
ნანახია: 3716

მომღერალი რიკი მარტინი დიდი ხანია მხატვარ ჯავანი იოსეფს ხვდება.  მათი ურთიერთობა იმდენად სერიოზულია, რომ წყვილი მზად არის შემდეგ ეტაპზე გადავიდეს და ოფიციალურად იქორწინოს.

რიკიმ ცერემონიის დაგეგმვის სამზადისი უკვე დაიწყო. ის არ მალავს რომ მთელი ამ პროცესის ორგანიზება მეტად რთულია.

 „ჩვენ გავაკეთებთ გრანდიოზულ, ხმაურიან ღონისძიებას, როგორც ეს ლათინურ ამერიკაშია მიღებული. მინდა, რომ ჩვენი ქორწილი ჩემს სამშობლოში პუერტო-რიკოში გაიმართოს. ყველა ყოველთვის ქორწილზე ლაპარაკობს, მაგრამ არასდროს საუბრობენ ამ ღონსიძიების დაგეგმვის სირთულეზე. ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რა რთული იქნებოდა, ვიდრე თავად არ შევუდექი სამზადისს“, - აღნიშნა მომღერალმა.

ქორწილში მიწვეულნი არიან სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან. მარტინის საქმრო წარმოშობით შვედეთიდანაა, თუმცა სომხური ფესვები აქვს.

რიკი მანამდე კარლოს გონსალეს აბელს ხვდებოდა, რომელსაც სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ 2014 წელს დაშორდა.

 მარტინს ორი ვაჟი ჰყავს, რომლებიც მას სუროგატმა დედამ გაუჩინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე