გივი მაჭარაშვილი ევროპის 2-გზის ჩემპიონია

საქართველო, თბილისი - 23:22 | 27.06.2017
ნანახია: 1895

თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია. კონტიგენტის პირველობა მაჭარაშვილმა უკვე მეორედ მოიგო.

27 ივნისს გერმანიის ქალაქ დორტმუნდში, ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს, საქართველოს ნაკრებმა ჭიდაობაში სამივე სინჯის მედალი მოიგო. ოქროს მედალი სულ რაღაც 44 წამში, სუფთა ანგარიშით 10:0 გივი მაჭარაშვილმა (96 კგ) იტალიელ სიმონე იანატონისთან დაპირისპირებაში მოიპოვა. 

ფინალი დათმო და ვერცხლის მედალს დასჯერდა ნიკა კენჭაძე. ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ედემ ბოლქვაძე (60 კგ). 

ხვალ დორტმუნდში 55, 66, 84, 120 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზები ეცდებიან მედლების მოპოვებას. 2016 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა გუნდური მეორე ადგილი დაისაკუთრეს.

1-2 ივლისს, ევროპის პირველობისთვის ახალგაზრდა ბერძენ-რომაელები იჭიდავებენ, რომლებიც ბოლო ორი წელია ევროპის და მსოფლიოს პირველობას არავის უთმობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე