ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის დაცვის თანამშრომლების გათავისუფლებას და ხელფასების შემცირებას აპირებს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 06.11.2015
ნანახია: 2455

საკადრო ცვლილებების და სახელფასო პოლიტიკის გადახედვა არის ერთ-ერთი მთავარი, რასაც ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის დაბრუნების შემდეგ გეგმავს. ხალვაშის ინფორმაციით ტელეკომპანიის ზოგიერთ თანამშრომელს არარეალური ხელფასები აქვს.

სახელფასო პოლიტიკის შეცვლის გარდა სამსახურიდან დაცვის სამსახურის წარმომადგენლების გაშვების შესახებ საუბრობს. ამბობს, რომ მას ზოგიერთი ჟურნალისტის მუშაობაც არ მოსწონს, მაგრამ ჟურნალისტების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებას ის დავით დვალს ანდობს.

„კომპანია უნდა იყოს კომერციულად გამართული. ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი ხელფასი, არღვევს სამართლიანობის პრინციპს. ის თუ დასთანხმდება იმ ხელფას რომელიც კომერციულად გამართავს კომპანიას დარჩება და იმუშავებს. შეიძლება ვიღაცას გული დაწყდეს, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ 30 ათასი ან 45 ათასი რეალური ხელფასი. არ ვთვლი, რომ სააკაშვილის დაცვის სამსახურის ყველა სპეცრაზმელი, თუ მისი კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი შეინარჩუნებს იქ სამსახურს, მაგის პირობას ნამდვილად ვერ მოგცემთ. ასევე მე ვთვლი, რომ აფეთქებული ავტობუსებისა და აჩეხილი ვაზის დამდგმელი ჟურნალისტიც არ უნდა დარჩეს, ოღონდ ამას გადაწყვეტილებას მიიღებს დავით დვალი,“ - აცხადებს ქიბარ ხალვაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე