საზარელი მკვლელობა ნინოწმინდაში - 71 წლის მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა

საქართველო, თბილისი - 22:00 | 27.06.2017
ნანახია: 2547

ნინოწმინდის რაიონში, სოფელ ყაურმაში 71 წლის მამაკაცმა ცოლი მოკლა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცმა მეუღლეს ჭრილობა ცივი იარაღით ყელის არეში მიაყენა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პოლიციამ მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე