მუსტაფა ემრე ჩაბუქს შესაძლოა ლტოლვილის სტატუსი მიენიჭოს

საქართველო, თბილისი - 17:37 | 27.06.2017
ნანახია: 1159

დემირელის კოლეჯის დაკავებული მენეჯერის ადვოკატების ინფორმაციით,  მუსტაფა ემრე ჩაბუქს დევნილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 29 ივნისს გაესაუბრებიან. ინტერვიუს პროცესს ჩაბუქის ადვოკატი ვახტან კვიჟინაძეც დაესწრება. 

ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება,  მიანიჭება თუ არა მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი. 

საკითხის გარკვევამდე ოფიციალურ თბილისს ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემის უფლება არ აქვს. თუ დემირელის კოლეჯის დაკავებული მენჯერის მოთხოვნა დაკმაყოფილდება და მას ლტოლვილის სტატუსი მიენიჭება, ერქსტრადირების პროცესი შეწყდება. 

ქართველმა სამართალდამცველბმა მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. ოფიციალური ანკარა ჩაბუქს ტერორიზმთან კავშირში ადანაშაულებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე