ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში არიან

საქართველო, თბილისი - 15:36 | 27.06.2017
ნანახია: 2099

ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.

დორტმუნდში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე ,ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა, დღეს სულ სამ წონით კატეგორიაში იასპარეზეს, ორ წონით კატეგორიაში 74-ში ნიკა კენჭაძე და გივი მაჭარაშვილი 96-ში ფინალში ოქროსთვის იბრძოლებენ. 60 კგ-ში მოასპარეზე ედემ ბოლქვაძემ 1/2 ფინალში უკრაინელ სპორტსმენთან ბოლო წამებში დათმო შეხვედრა 8:7 და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში ახალგაზრდებს შორის დორტმუნდში დღეს დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება. ფინალური შეხვედრების ყურება 20:30 საათიდან, ჭიდაობის მსოფლიო ფედერაციის გვერდზე იქნება შესაძლებელი. https://unitedworldwrestling.org

ქართველები პირველობას თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ სტილში შეეცდებიან. ევროპის ჩემპიონატი კი თავისუფალ, ბერძნულ-რომაულ და ქალთა ჭიდაობაში იმართება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე