მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:15 | 27.06.2017
ნანახია: 1392

ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის საკონტრაქტო მოსამსახურე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული,  1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა ი.ი. განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა.

"თავის არეში მიყენებული ჭრილობისაგან ი. ი. ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ნათესავებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე