ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე: დარწმუნებული, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის 2600 წლიანი მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება
საქართველო, თბილისი - 12:33 | 06.11.2015 ნანახია: 1786ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის 2600 წლიანი მეგობრობა კიდევ მრავალ საუკუნეს გაგრძელდება და გაღრმავდება,–ამ სიტყვებით დაიწყო ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარემ, იული ედელშტეინმა საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა.
საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის დელეგაციას დღეს საქართველოს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების მთავარი საკითხები განიხილეს. აღინიშნა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული წარმატებული თანამშრომლობა. ხაზი გაესვა ისრაელთან უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მნიშვნელობას და ყურადღება გამახვილდა ტურიზმის, ვაჭრობისა და სექტორული თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე საპარლამენტო ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა საქართველოს პარლამენტსა და ისრაელის ქნესეთს შორის გუშინ გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს.
„ჩვენი ურთიერთობა ვითარდება სწრაფად და სწორი მიმართულებით. კმაყოფილები ვართ უვიზო მიმოსვლის შესახებ მიღწეული გადაწყვეტილების გამო. ვხედავთ ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის შედეგებს. განვიხილეთ საერთაშორისო ვითარება და ის გამოწვევები, რის წინაშეც დგას საქართველო. არსებობს კარგი შესაძლებლობა ორივე მხარე დავეხმაროთ ერთმანეთს და გავუზიაროთ გამოცდილებები,“–განაცხადა იული ედელშტეინმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა