ბრედ პიტი ელი მაკფერსონს ხვდება

საქართველო, თბილისი - 13:46 | 27.06.2017
ნანახია: 1314

ანჯელინა ჯოლისთან ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ ბრედ პიტს ჰოლივუდის ლამაზმანებთან უკვე არაერთი რომანი მიაწერეს. თუმცა არცერთი მათგანი არ დადასტურებულა და პიტის გული ჯერ ისევ თავისუფალია. მაგრამ გავრცელდა ხმები, რომ მისი გულის მოგებას ელი მაკფერსონი ცდილობს.

მსახიობი ტოპ-მოდელთან ერთად ჰოლივუდში შენიშნეს.

 „ისინი სიამოვნებას იღებდნენ დროის ერთად გატარების შედეგად, მათ ბევრი ფოტო გადაიღეს. ელის მისი ხელი ეკავა, შემდეგ კი ბრედი ჩაეხუტა. ბრედი მის ყველა ხუმრობაზე იცინოდა, ელი კი მას რაღაცას გაუჩერებლად უყვებოდა, მათი სახეები ერთმანეთთან ძალიან ახლოს იყო“, - ყვებიან ინსაიდერები.

ბრედი და ელი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ, მათი პირველი შეხვედრა 1999 წელს შედგა, სერიალ „მეგობრების“ გადაღებაზე. მაშინ პიტი ჯერ კიდევ ჯენიფერ ენისტონზე იყო დაქორწინებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფრომაცია იმის შესახებ, რომ ელი მაკფერსონი თავის ქმარს, ბიზნესმენ ჯეფი სოფერს გაშორდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე