თბილისში ახალგაზრდებმა ოთხ პოლიციელს სცემეს

საქართველო, თბილისი - 23:43 | 26.06.2017
ნანახია: 2448

თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირზე, რამდენიმე დღის წინ, გვიან ღამით ოთხ სამართალდამცველზე თავდასხმა მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს.

სათვალთვალო კამერებმა ფაქტი მთლიანად დააფიქსირა და სავარაუდოდ, სწორედ ამ ვიდეო კადრების გაშიფვრის შემდეგ დაადგინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდამსხმელების ვინაობა.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ერთ-ერთმა პირმა სამართალდამცველს შეაგინა. მოგვიანებით კი მდგომარეობის დაძაბვის გამო პოლიციამ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

როგორც ცნობილია, შსს-მ თავდამსხმელების ვინაობა უკვე იცის, თუმცა ფაქტზე არავინაა დაკავებული. ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება ერთ-ერთი პოლიციელი, რომელმაც თავდასხმისას მძიმე დაზიანებები მიიღო.

პოლიციელებზე თავდასხმის საქმეს შსს სისხლის სამართლის კოსექსის 353-ე მუხლით იძიებს, რაც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წინააღმდეგ მუქარას ან ძალადობას გულისხმობს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე