ერთი დღე პოდიუმზე, ქუსლებზე და ფერადოვან სამოსში - House laboratory-ს საჩუქარი ჟურნალისტებს

საქართველო, თბილისი - 12:00 | 27.06.2017
ნანახია: 2203

ძველ თბილისში მდებარე სასტუმრო „აივანზე“ „House laboratory“-ის სადებიუტო ჩვენება გაიმართა. 18-მდე ახლადშექმნილი კოსტიუმი ქართველმა ჟურნალისტებმა მოირგეს და წითელ ხალიჩაზე გაიარეს.

თითქმის 2 თვეში შექმნილმა საზაფხულო სამოსმა დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურა.

დეამელქაძე, დიზაინერი, House laboratory-სდამფუძნებელი:  

დღეს, გავაკეთეთ ჩვენება მეგობრებისთვის და გადავწყვიტეთ, რომ მოდელების ამპლუაში ჟურნალისტები გამოგვეყვანა. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მშვენივრად გრძნობდა თავს პოდიუმზე და თავიანთი სილამაზით მოხიბლეს დამსწრე საზოგადოება. ძალიან ლამაზები იყვნენ და ძალიან მოუხდათ პოდიუმი.

კოლექციაზე მუშაობას რამდენი დრო დასჭირდა?

დაახლოებით ერთი თვე, თვენახევარი. სულ წარმოდგენილი იყო18 კოსტიუმი.

სამოსს, ულამაზესი ქართული ბრენდის „მარუსინკას“ ფეხსაცმელი ამშვენებდა. ჟურნალისტები პოდიუმზე თავს გრძნობდნენ ისე, როგორც პროფესიონალი მოდელები.

ნინა ექსეულიძე, House laboratory-სდამფუძნებელი:

დღეს, შედგა House laboratory-ს წარდგენა პირველად ფართო აუდიტორიის წინაშე, სადაც მოდელების როლი ჩვენმა მეგობარმა ჟურნალისტებმა მოირგეს, რისთვისაც ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მათ. ძალიან ლამაზად წარმოადგინეს House laboratory-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია.

ჩვენების დასრულების შემდეგ გათამაშება გაიმართა, სადაც მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, თუმცა ფორტუნამ რამდენიმეს გაუღიმა.

„ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი დღის ორგანიზატორებს, ნინას, დედას. მათ მართლაც დაუვიწყარი დღე გვაჩუქეს ჟურნალისტებს. რთული და დამღლელი სამუშაო დღეების შემდეგ მათ ჩვენთვის რამდენიმე საათის გალამაზება ნამდვილად შეძლეს.

ჩვენი დამსახურებით თითქმის მუდმივად სხვები არიან ყურადღების ცენტრში, ამ დღეს კი, ჩვენ ვიყავით საღამოს მთავარი პერსონაჟები, რაც საკმაოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო“, - განაცხადა ჟურნალისტმა ეკა ლემონჯავამ.

თეა გუნთაიშვილი, კომპანიამარიგოლდისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი:

დეაც და ნინაც „მარიგოლდის“ შვილები არიან. პირველი საქმიანობა პატარა ასაკიდან ორივემ „მარიგოლდში“ დაიწყეს. რაც შეეხება კოლექციას, მაქსიმალურად ქმნიან ისეთს, როგორ სტილსაც თვითონ ირგებენ და თავის მეგობრებს ურჩევენ. თავისუფალი გოგონების და ქალბატონების სპორტულ კლასიკური სტილი. მთავარია იმუშაონ ხარისხზე და გემოვნებაზე, ქართველი მომხმარებელი ძალიან კრიტიკულია, გემოვნებიანი და კარგად ერკვევა ხარისხში. მე და თამარ ნადირაძე მთელ ამ პროცესს ვაკვირდებოდით და რა თქმა უნდა, დახმარებას ვუწევდით. არ შემიძლია არ აღვნიშნო მათი მეგობრების წვლილი, ვინც ამ კოლექციას ქმნის გოგონებთან ერთად. საქმიანობა დაიწყეს ერთ პატარა ოთახში, სადაც ერთმანეთის სიყვარული იგრძნობა და ეს სიყვარული კოლექციაზეც გადადის. იმედი მაქვს ჩვენს რჩევებს გაიზიარებენ.  მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატო თვქვენს მიმართ, მედიის მიმართ, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც ემსახურებით ხალხს და დაფასებას იმსახურებთ. ჩემი დიდი სიყვარული თქვენ.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე