მოწმის მტკიცებით, გიორგი მამალაძემ მას პატრიარქის სამკურნალოდ 7000 ევრო სთხოვა - პროკურორი

საქართველო, თბილისი - 18:32 | 26.06.2017
ნანახია: 1153

დაიკითხა მოწმე, ბიზნესმენი, რომლის სახლშიც ცხოვრობდა მამა გიორგი მამალაძე უსასყიდლოდ. ამ პირმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი წაიყვანეს ბერლინში, ბრალდებული მამალაძე დაუკავშირდა მას და 7000 ევრო სთხოვა, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა, რათა წაეღო გერმანიაში, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეალურად სიახლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ ფარული ჩანაწერები სადაც ჩანს, რომ 7 000 ევრო მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად.

„დაიკითხა მოწმე, ბიზნესმენი, რომლის სახლშიც ცხოვრობდა მამა გიორგი მამალაძე უსასყიდლოდ. ამ პირმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც პატრიარქი წაიყვანეს ბერლინში, ბრალდებული მამალაძე დაუკავშირდა მას და 7000 ევრო სთხოვა, თითქოსდა პატრიარქის სამკურნალოდ სჭირდებოდა, რათა წაეღო გერმანიაში.

რეალურად სიახლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, კერძოდ ფარული ჩანაწერები სადაც ჩანს, რომ 7 000 ევრო მამალაძეს სჭირდებოდა ციანიდის შესაძენად და გერმანიაში გასამგზავრებლად.

ამით კიდევ ერთხელ გამოვლინდა ბრალდებულის ტყუილები, როგორ ცდილობდა ის თანხების მობილიზებას, ციანიდის შესაძენად. ბიზნესმენი მოატყუა, თითქოსდა სჭირდებოდა სამკურნალოდ. მას შემდეგ რაც უარი უთხრეს, როგორც მოგეხსენებათ სესხის სახით აიღო თანხა“,- განაცხადა პროკურორმა.

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმეზე დღევანდელი პროცესი დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე