სანდრო კურცხალიძე: ვეცდები, რომ ფინალში მოვხვდე

საქართველო, თბილისი - 15:32 | 26.06.2017
ნანახია: 1642

კლუბ „კალიფსოში“ „X ფაქტორის“ კონკურსანტის, სანდრო კურცხალიძის მხარდასაჭერი საღამო გაიმართა.

საღამო Art face - ის წევრის, მომღერალ მაგდა ვასაძის მეუღლის, გიორგი პაპკიაურიის ორგანიზებით გაიმართა.

ყველა სიმღერა იმპროვიზირებულად იყო შესრულებული. გულშემატკივრებთან ერთად, კონცერტს სანდროს მენტორი სოფო ნიჟარაძე და „X ფაქტორის“ ყოფილი კონკურსანტები ესწრებოდნენ.

„მიხარია, რომ გიორგი გავიცანი. ეს კი მისი მეუღლის მაგდა ვასაძის დამსახურებაა. ერთი საღამოს ჩატარებას ვგეგმავდით და გიორგის გაუჩნდა იდეა, რომ ეს ღონისძიება ჩემს მხარდასაჭერად გამართულიყო“, - განაცხადა სანდრო კურცხალიძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს სანდრო კურცხალიძეს დღევანდელ ლაივ კონცერტზე, მომღერალი გვპასუხობს:

„რა ეტაპზეც ვარ, ვცდილობ ის ეტაპი გადავლახო კარგად. ჯერჯერობით მხოლოდ ნახევარფინალში ვარ და ვეცდები, რომ ფინალში მოვხვდე. დანარჩენი დამოკიდებულია ხალხზე“, - გვითხრა მომღერალმა.

გიორგი საკარული, პრაიმნიუსჯორჯია

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე