საარჩევნო ადმინისტრაცია სამართლიანი ფორმულით ჩამოყალიბდება - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 18:22 | 23.06.2017 ნანახია: 1065რომელ ქვეყანაში გინახავთ, სადაც ისეთი სახით ხდება ოლქების გათანაბრება ადგილობრივ დონეზე, როგორც ეროვნულ დონეზე? ერთ მაგალითს თუ დამისახელებთ? ესეც არის ე.წ. ექსპერტული პოზიცია, რაც პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, აბსურდულია,- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას საარჩევნო სისტემის შესახებ.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი კომენტარი არგუმენტს უნდა ეფუძნებოდეს.
„ძალიან ბევრ აბსურდს ვისმენთ სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით. ყველას მოვუწოდებ, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ისინი სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით აკეთებენ. ასე ყველაფრის მიშვება და ნულოვანი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ განცხადებებზე არ შეიძლება. ნებისმიერ კომენტარი უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტებს. ჩვენ მეტწილად ვისმენთ ხოლმე აბსოლუტურად უარგუმენტო განცხადებებს",- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, დღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში" უხეში ხარვეზებია და საარჩევნო ადმინისტრაცია სამართლიანი ფორმულით ჩამოყალიბდება.
„საარჩევნო ადმინისტრაცია აუცილებლად სამართლიანი ფორმულით ჩამოყალიბდება. დღეს საარჩევნო კოდექსში არის ძალიან უხეში ხარვეზები. ამ ხარვეზები საფუძველზე გაუგებარი ფორმით ენიჭებათ ადმინისტრაციაში ადგილები პოლიტიკურ სუბიექტებს, მაგალითად, „ნაციონალურ მოძრაობას" თავისი ორივე განშტოებით აქვს სამი ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციაში, როდესაც არჩევნებში მიიღო ჩვენზე ორჯერ ნაკლები ხმა. ეს არის იმ სიმახინჯის შედეგი, რომელიც გვაქვს მოცემული საქართველოს კანონმდებლობაში და რომელიც ახლა სწორდება. სამართლიანი პრინციპი არის ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში ადგილები პროპორციულად განაწილდება. ეს არ მოსწონთ იმ პოლიტიკურ ძალებს და მათ მხარდამჭერებს, რომლებიც მანიპულირებენ და მანიპულაციების შედეგად იღებენ დამატებით ადგილებს საარჩევნო ადმინისტრაციაში. თუმცა, ეს მოსწონთ იმ ადამიანებს, რომლებიც სამართლიანობის მომხრენი არიან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა