მიხეილ ჯანელიძე სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 18:20 | 23.06.2017 ნანახია: 956საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად 2017 წლის 23 ივნისს, ვიზიტით ბელგრადს ეწვია.
მინისტრმა შეხვედრები გამართა სერბეთის ახლადარჩეულ პრეზიდენტთან ალექსანდრ ვუჩიჩთან და მოქმედ პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ივიცა დაჩიჩთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. ორივე მხარის მიერ დადასტურდა საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ურყევობა. ყურადღება გამახვილდა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების მნიშვნელობაზე. ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, უახლოეს მომავალში დაიგეგმა სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ მთავრობათშორისი ხელშეკრულების ხელმოწერა.
აღინიშნა სურვილი, გააქტიურდეს საქართველო-სერბეთის პოლიტიკური დიალოგი, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა, კულტურული და ხალხთაშორისი ურთიერთობები.
შეხვედრებზე მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს ტურიზმის სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და თბილისსა და ბელგრადს შორის პირდაპირი საჰაერო ფრენების განხორციელების აუცილებლობას. ამ მხრივ აღინიშნა, ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის სავიზო რეჟიმის ორმხრივად გაუქმების შესახებ სერბული მხარის მიერ ინიცირებული შეთანხმების დროული ხელმოწერის აუცილებლობაც.
მხარეები შეთანხმდნენ, დაიწყონ მუშაობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის პირველ ოფიციალურ ვიზიტზე სერბეთში.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სერბეთის ახლადდანიშნულ პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს გადასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის წერილი.
სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძე ასევე დაესწრო სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ივიცა დაჩიჩის სახელით დელეგაციის ხელმძღვანელების პატივსაცემად გამართულ სადილს.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა