ირაკლი მამალაძე სასამართლოში სათადარიგო კარიდან შეიყვანეს - დეკანოზ მამალაძის ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 14:37 | 23.06.2017
ნანახია: 1096

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე ბრალდებული დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატის, მაია ზოიძის განცხადებით, საქმის მოწმე, ირაკლი მამალაძე სასამართლო დარბაზში სათადარიგო კარიდან შეიყვანეს.

ირაკლი მამალაძეს პროცესის დაწყებამდე მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი დღეს 12:00 საათზე განახლდა. სხდომა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით კვლავ დახურულია. 

არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ხვალინდელი პროცესი უკვე მე-4 სხდომაა ამ საქმეზე. 

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე