არ ვიცი რას აკეთებს სააკაშვილი უკრაინაში - პოროშენკო

საქართველო, თბილისი - 13:12 | 23.06.2017
ნანახია: 1585

 უკრაინის პრეზიდნტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ არ აპირებს რაიმე სახის გამოძიებას ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ინფორმაციას „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

 „არ ვაპირებ ვინმესთან ერთად გამოვიძიო უკრაინის მოქალაქეების საქმიანობა - ეს ერთი.  მეორეც - არ ვემხრობი იდეას შევაფასო სააკაშვილის საქმიანობა ჩემს ქვეყანაში, რამდენადაც მე ის ოდესის ოლქში რეფორმების დანერგვისთვის მოვიწვიე“, - უპასუხა პოროშენკომ ბრიუსელში ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც უკრაინაში სააკაშვილის საქმიანობის შესაძლო გამოძიებას ეხებოდა.
„არ ვიცი რას აკეთებს ბატონი სააკაშვილი უკრაინაში, რადგან ის ჩემს დასახმარებლად იყო მოწვეული, მაგრამ სამწუხაროდ შედეგები არ ჩანს და მან რაც საჭირო იყო ამისათვის არაფერი გააკეთა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.  
რაც შეეხება უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას, უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, რომ მალე უკრაინას მისი ქართველი კოლეგა ეწვევა.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე