სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხებით, მარიამ საჯაიასა და ივანა მელაის ძვირადღირებული ყელსაბამები აჩუქა - მოწმე

საქართველო, თბილისი - 14:09 | 22.06.2017
ნანახია: 1182

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის,  მიხეილ სააკაშვილის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლამგვას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ადასტურებს. სასამართლო სხდომაზე მოწმე მალხაზ შარიაშვილმა პროკურორის შეკითხვების საპასუხოდ  დაადასტურა, რომ მან ძვირადღირებული საჩუქრები ადრესატებს გადასცა, მათ შორის, საჯაიას საჩუქრად 3 000-ლარიანი ყელსაბამი,  ასევე, ძვირადღირებული ყელსაბამი გადასცა ივანა მელაის.

საქმეზე, სადაც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას საქმე განიხილება, კიდეც ერთი მოწმე იკითხება - ვალერიან კილაძე, რომელიც სდსს-ს ყოფილი თანამშრომელია. 

კილაძის თქმით, პრეზიდენტის სტუმრებს საჩუქრებს გასაიდუმლოებულ ვითარებაში ყიდულობდნენ, პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე