სასტუმრო "არმაზის" ხანძრის შედეგად დაღუპულთა მშობლები სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ

საქართველო, თბილისი - 13:10 | 22.06.2017
ნანახია: 1017

ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების მშობლები სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ.

მათი განცხადებით, გამოძიებამ ამ დრომდე საქმეში არსებული მხოლოდ მეორე ხარისხოვანი მოწმეები დაკითხა. ისინი მთავარ პროკურორთან შეხვედრას მოითხოვენ.

„პროცესზე სიარულს აზრი არ აქვს. ერთიდაიგივე ხელწერაა და ერთიდაიგივეს მოსასმენად ბათუმში სიარული არ ღირს. წავალთ პროცესზე, ერთი ორი კაცის დაკითხვა და აზრი მითხარით. ჩავიქნიე ხელი, იქნებ მოვიდეს ნორმალური მთავრობა, ვინც დაინტერესდება და გამოიძიებს. თორემ ამ საქმის ბოლო ეს იქნება, შემოდებენ თაროზე,“ - აცხადებს თორნიკე ხვიჩიას მამა ელგუჯა ხვიჩია.

ადვოკატი აცხადებს, რომ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახის წევრებს მომხდართან დაკავშირებით არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა აქვთ.

საქმეში ბრალდებულად გამოძიებამ სასტუმროს ერთ-ერთი მეპატრონე ზაზა ართმელიძე ცნო, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლო სასტუმრო "არმაზში" გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე