საქართველოს საზღვართან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი დააკავეს - ხადიჯა ისმაილოვა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 22.06.2017
ნანახია: 1185

საქართველოს საზღვართან  აზერბაიჯანელი ჟურნალისტი კამრან მაჰმუდოვი დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „რადიო თავისუფლების" ყოფილი პროდიუსერი საქართველოში ბრუნდებოდა, როცა იგი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე დააკავეს.

როგორც ასევე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი,  ხადიჯა ისმაილოვა ამბობს, საზღვარზე კამრან მაჰმუდოვს უთხრეს, რომ მას პოლიცია ეძებდა. 

„ჩვენ ერთად ვმუშაობდით რამდენიმე წლის განმავლობაში „რადიო თავისუფლების" რადიო გადაცემაზე After Work, მე წამყვანი ვიყავი, ის - პროდიუსერი. „რადიო თავისუფლების" ბაქოს ოფისის დახურვის შემდეგ კამრანი სხვადასხვა გადაცემებს უძღვებოდა სხვადასხვა პლატფორმებზე, რომლებიც მიმდინარე საკითხებს ეხებოდა. იგი თამამი ჟურნალისტია. მისი დაკავებისთვის სხვა მიზეზი არ არსებობს" - განაცხადა ხადიჯა ისმაილოვამ. 

აზერბაიჯანის პოლიციაში განმარტეს, რომ კამრან მაჰმუდოვს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება და ვითარება შესაბამისი შემოწმებების შემდეგ გაირკვევა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე