ე.წ ციანიდის საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 10:41 | 22.06.2017
ნანახია: 1031

ანგარებით მკვლელობის მომზადების და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის არსებითი განხილვა ხვალ გაიმართება.

პროცესამდე ერთი დღით ადრე, ადვოკატები დეკანოზის ძმას შეხვდებიან, რომლისგანაც საპატრიარქოში უწმინდესთან შეხვედრის დეტალებს მოისმენენ.

დაცვის მხარის თქმით, დეკანოზს დღეს საკანში მოინახულებენ. განხილვის თემა ხვალინდელი პროცესი იქნება.

საპატრიარქოს ქონების მართვის ყოფილ ხელმძღვანელს, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის მდივან რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით მკვლელობის დაგეგმვას ედავებიან.

გიორგი მამალაძის ძმა, გუშინ საპატრიარქოში უწმინდესს შეხვდა, მისის თქმით, პატრიარქმა კიდევ ერთხელ დეკანოზის მხარდაჭერა დააფიქსირა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე