საკონსტიტუციო სასამართლო განცხადებას აკეთებს
საქართველო, თბილისი - 11:15 | 06.11.2015 ნანახია: 1839საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იზიარებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ქალბატონი მანანა კობახიძის მიერ 2015 წლის 5 ნოემბერს სხვადასხვა მედიასაშუალებებში გაკეთებულ შეფასებას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვან, პრეცედენტულ გადაწყვეტილებას. ასევე აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა აღნიშნული გადაწყვეტილება და მისი ციტირება მოახდინა 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე „კაკაბაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
საქმე - „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, სადაც ქალბატონი მანანა იყო მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი, კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობა ჰქონდა და აქვს ნებისმიერ პირს, მისი პოლიტიკური კუთვნილებისა თუ თანამდებობის მიუხედავად.
გარდა ამისა, ქალბატონი მანანას ყურადღება გვინდა მივაპყროთ შემდეგ გარემოებებს:
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 5 ნოემბრის განცხადებაში აღინიშნა, რომ საქმის „ონისე მებონია და ვახტანგ მასურაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითი განხილვიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე სასამართლოს დასჭირდა დახლოებით 15 დღე, რაც მიანიშნებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის შემჭიდროებულ ვადებზე. აღნიშნული საქმის განხილვა დასრულდა 2006 წლის 29 ნოემბერს, ხოლო გადაწყვეტილება გამოცხადდა ამავე წლის 15 დეკემბერს. გარდა ამისა, აღნიშნულ საქმეზე კონსტიტუციური სარჩელის შეტანის თარიღთან (2006 წლის 30 ივლისი) დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია ა
იყო უფლებამოსილი, განეხილა კონსტიტუციური სარჩელი, ვინაიდან კოლეგიის ოთხი მოსამართლიდან ორის უფლებამოსილება ამ მომენტისათვის არ იყო დაწყებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლო მოუწოდებს ყველა დიანტერესებულ პირს, ყურადღებით გაეცნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებებს და თავი შეიკავოს არაზუსტი და შეურაცხმყოფელი შეფასებების გაკეთებისგან, რაც იწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაციას.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა