საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ - თორნიკე მამალაძე

საქართველო, თბილისი - 14:37 | 21.06.2017
ნანახია: 1343

ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოს დატოვების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პატრიარქმა განაცხადა, რომ მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გაუგია და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს დისკრედიტაციისკენ.

"პატრიარქმა გვითხრა, მამა გიორგისგან ცუდი არაფერი გამიგიაო და ეს ყველაფერი მიმართული არის საქართველოს დისკრედიტაციისკენო. საუბარს უწმინდესსაც აწყვეტინებდნენ. პატრიარქმა მოგვისმინა, მან მხოლოდ ერთი ინტერვიუ გამახსენა ჩემი, რომელიც გაზეთში დაიბეჭდა, თუმცა მეტი არაფერი უკითხავს. მეუფე იაკობმა მითხრა, რომ სრული ინფორმაცია აქვს პატრიარქს, თუმცა ამაში ეჭვი მეპარება, რადგან მას არ გასჩენია არც ერთი კითხვა ჩემს ინტერვიუებთან დაკავშირებით. ვრჩები ჩემს პოზიციაზე, რომ უწმინდესი საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობს”, - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე