ქვეყანაში თუ არ იქნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არ იქნება დამოუკიდებელი მედია - ნინო სუხიშვილი

საქართველო, თბილისი - 10:55 | 06.11.2015
ნანახია: 1842

ტელეკომპანია "რუსთავი2"-ს და სიტყვის თავისუფლებას მხარს რიგირთი მოქალქეები და ხელოვანებიც უჭერენ. ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორის ნინო სუხიშვილის შეფასებით, თუ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არ იქნება, ეს საფრთხეს მოუტანს ქვეყნის მომავალს.

“ქვეყანაში თუ არ იქნება დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არ იქნება დამოუკიდებელი მედია, ეს დიდ საფრთხეს მოუტანს მომავალში ქვეყანას. მე მინდა ჩემი ქვეყანა განვითარდეს და იყოს დემოკრატიული, სამართლიანი სახელმწიფო და უნდა იყოს სამართლიანი სასამართლო,“ - განაცხდა ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორმა ნინო სუხიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე