თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 17:03 | 20.06.2017
ნანახია: 1053

დიდი ოდენობით ფულის გამოძალვის ბრალდებით, თურქეთში საქართველოს ხუთი მოქალაქე დააკავეს. 

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჯგუფება სტამბოლის სხვადასხვა უბანში მოქმედებდა. 

ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამომძალველებს ხუთ სხვადასხვა შემთხვევას უკავშირებენ. დაკავების ოპერაცია სტამბოლში განხორციელდა. 

მედია სათვალთვალო კამერებით გადაღებულ ვიდეოს ავრცელებს. ასევე ცნობილია დაკავებულთა ინიციალები:

მიხეილ ჯ, მამუკა ჯ, ტარიელ შ, ემზარ რ. და მალხაზ გ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე