პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველო, თბილისი - 13:31 | 20.06.2017
ნანახია: 1098

რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ს.ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ  2017 წლის 16 ივნისს, ქ. რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი).  ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია.

პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით  5000 ლარის ოდენობით  გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე